logo
ENG



თავი ვერ შეიკავა, სტიქაროსანს მიეჭრა...ზოსიმეზე პატრიარქმაც იცოდა-მორიგი სკანდალი ეკლესიაში

06 ნოე 201907:29
3 წუთის საკითხავი
 
wjz97i8420keoxj.png

ეკლესიაში მორიგი სკანდალია. მამა გიორგი სხილაძე მეუფე ზოსიმეს საკუთარ სტუდენტებთან სექსუალური ურთიერთობების დამყარებაში ადანაშაულებს. მამა გიორგისთან „ფორმულამ" სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა. პარიზში მართლმადიდებელი ეკლესიის ქართული სამრევლოს წინამძღვარი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ზოსიმე შიოშვილი, რომელიც 1988 წელს სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, 17-18 წლის სტუდენტ ბიჭებს სექსუალურად ავიწროებდა და ზოგიერთ მათგანთან სექსუალურ ურთიერთობასაც ამყარებდა. მამა გიორგი ამბობს, რომ ამ ფაქტების შესახებ სამღვდელოებამ და მაღალი იერარქიის პირებმა იცოდნენ, მათ შორის ილია მეორემაც. სხილაძის თქმით, პატრიარქი მათ ყოველთვის მფარველობდა. მამა გიორგიმ სატალეფონო საუბრისას არც ის ფაქტი გამორიცხა, რომ პეტრე ცაავას შესაძლოა, პატრიარქის წინააღმდეგ ფაქტებიც ჰქონდეს. 

"ეპისკოპოსი ზოსიმე იყო საბჭოთა უშიშროების მიერ ჩანერგილი, რომელმაც დაიწყო გარყვნილი მოქმედება მცხეთის სემინარიაში და თბილისში ეს უბრალოდ გააგრძელა. ერთ-ერთი გამოვლინება ის იყო, რომ უბრალოდ თავი ვერ შეიკავა. ახალგაზრდა ადამიანს, თავის სტიქაროსანს, თავის მძღოლს პირდაპირ მიეჭრა. პიროვნება, რომ დათანხმებულიყო ყველაფრის სრულწყოფილად შესრულებაზე ეს იყო მისი მიზანი. პირდაპირ მიეჭრა და გადავიდა მოქმედებებზე. ამ სტუდენტმა ძლივს მოიშორა თავიდან. სხვა შემთხვევებში სასულიერო პირები ამის შემდეგ გაიხსნენ. ერთმა თქვა, რომ ეს ცნობილია, რომ ეს მისი საყვარელია. მეორემ ის თქვა, ეს ხომ ახალი ამბავი არ არისო. ზოსიმეზე, თვითონ პატრიარქმაც იცოდა. იცოდნენ მაღალი იერარქიის წარმომადგენლებმა, თითქმის ყველამ. პატრიარქი აფარებდა ხელს და მფარველობდა. ამიტომ, პატრიარქის წინააღმდეგ ვერ ბედავდი წასვლას. ილია მეორე, როდესაც პატრიარქი გახდა, პირველი ორი ვინც აკურთხა ეპისკოპოსად, მამათმავალი აკურთხა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სამწუხაროდ პატრიარქი გაუკუღმართებული მიმართულების სასულიერო პირებს ყოველთვის მფარველობდა და ეს ფაქტია. ამის დამტკიცება შემიძლია, რადგან ეს უბრალოდ ცოცხალი, შიშველი ფაქტებია, რომელსაც ვერავინ უარყოფს. მაგრამ მეუფე პეტრემ რაც ასე პატრიარქს ხელი დაადო, ასეთ შემთხვევაში თუ მტკიცებულება ხელში არ გაქვს, ამას ასე  ვერ იტყვი. ეტყობა აქვს რამე და არ გამოვრიცხავ, რომ რამე მტკიცებულება ჰქონდეს", - განაცხადა მამა გიორგიმ "ფორმულასთან" საუბარში. 


close დახურვა