logo
ENG



თავიდან უნდა ავიცილოთ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება - ეკა გიგაური

04 მაი 202022:07
3 წუთის საკითხავი
 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი, ეკა გიგაური მოუწოდებს ხელისუფლებას, შემცირდეს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება.

როგორც ეკა გიგაურმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, რუსეთი პოლიტიკურ სადამსჯელო ღონისძიებებად იყენებს ეკონომიკურ ბერკეტებს, ამიტომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშნნელოვანესია ოკუპანტ ქვეყანაზე არ იყოს დამოკიდებული.

„ლოგიკური რეკომენდაციები გვაქვს, რომ მოვახდინოთ იმპორტის და ექსპორტის დივერსიფიკაცია. ჩვენი მოხმარებული ხორბლის 70% არის რუსული - ამ მიმართულებით რომ შეგვექმნას პრობლემები, გაიზრდება პურის ფასი. საუბარია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე, სხვა ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვაზე და ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი იყო რამდენს ხარჯავს რუსი და რამდენს ევროპელი - სასტუმროებისთვისაც  მნიშვნელოვანია ის შემოვიდეს, ვინც მეტს ხარჯავს. თავიდან უნდა ავიცილოთ დამოკიდებულება რუსეთზე, რადგან ეს არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული", - განაცხადა ეკა გიგაურმა.


close დახურვა