logo
ENG



თავისუფლება ვაჟა ექიმს - თავისუფლების მოედანზე დაკავებული ექიმის გათავისუფლებას ითხოვენ

07 დეკ 201914:01
3 წუთის საკითხავი
 
j1ox9l0m5nvgf6p.jpg

თავისუფლება ვაჟა ექიმს - თავისუფლების მოედანზე ოკუპირებული ცხინვალის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლებას ითხოვენ. სხვა მოქალაქეებთან ერთად აქციაზე „სირცხვილიას“ აქტივისტები და პოლიტიკოსებიც იმყოფებიან. აქციის მთავარი გმირები არიან უბრალო მოქალაქეები, რომელიც ერთი მოთხოვნის გარშემო ერთიანდებიან.

აქციის მონაწილეები ექიმის გათავისუფლებაში დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვენ, ხელისუფლებას კი მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

„ხელისუფლების დამოკიდებულებას რუსეთთან ურთიერთობაში გადახედვას საჭიროებს იმიტომ, რომ ე.წ დალაგების პოლიტიკა კრახით დასრულდა. ყველა მცდელობას ხელისუფლების მხრიდან ნორმალურ ტონალობაში აწარმოოს მოლაპარაკება რუსეთთან მოჰყვება ზუსტად ასეთი ქმედებები, როგორიც არის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება,“ - განაცხადა ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა მინისტრმა ბუკა პეტრიაშვილმა.


close დახურვა