logo
ENG



თავისუფლება მიშას! - დემნა გვასალიას ხელმოწერას ნიკა გვარამია ავრცელებს

11 ოქტ 202115:30
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ბალენსიაგას კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია უერთდება.

"Free Misha!" - წერს გვასალია, ხელმოწერას ნიკა გვარამია ავრცელებს.

სააკაშვილი მე-11 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. პირადი ექიმის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა.

მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს. 

3 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "სააკაშვილის გამომშვები არავინაა" და რომ "თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ". 


close დახურვა