logo
ENG



თავისუფლების ინსტიტუტი: რუსული კულტურული ცენტრების გახსნა სახიფათო და საშიშია

09 დეკ 201912:33
3 წუთის საკითხავი
 
ptey6juq1fkwa1h.jpg

"რუსული კულტურული ცენტრების გახსნა სახიფათო და საშიშია", -  ასე აფასებს "თავისულების ინსტიტუტი" თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრის შესაძლო გახსნას. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ამ თემაზე ბრიფინგი პარლამენტის წინ, კარავში გამართეს. "თავისუფლების ინსტიტუტი" მოუწოდებს სხვა პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, აღნიშნული საკითხი გააპროტესტონ და ყველა საჭირო ზომას მიმართონ, რათა ქვეყანაში რუსული ცენტრის გახსნა არ მოხდეს. გარდა ამისა, ორგანიზაცია გამოდის ინიციატივით, რომლის მიხედვითაც რუსეთს მტრული სახელმწიფოს სტატუსი უნდა მიენიჭოს.   

"თუ ასეთი კულტურის ცენტრი მართლა გაიხსნა, ეს იქნება მნიშვნელოვანი საფრთხე ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. გვინდა მივმართოთ სხვა პარტიებს, აქტივისტებს და NGO-ებს, რომ არ დავუშვათ ამ ცენტრის გახსნა და ვიბრძოლოთ ამ ცენტრის გახსნის წინააღმდეგ ნებისმიერი მეთოდებით. თუ ხელისუფლებას არ ესმის და ვერ იაზრებს იმას, თუ რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს მსგავსი ცენტრი თბილისში, მაშინ უნდა დავეხმაროთ ამის გააზრებაში. ასევე გამოვდივართ ინიციატივით, კოლაბორაციონიზმთან ბრძოლის შესახებ. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია კონკრეტული რეგულაციები გავრცელდეს საჯარო პირებზე, მათთან დაახლოებულ პირებზე და ასევე მტრულ სახელმწიფოსთან დაახლოებულ პირებზე. პირველ რიგში გვინდა, რომ სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გამოცხადდეს როგორც მტრული სახელმწიფო. ასევე, აიკრძალოს უნებართვო მოლაპარაკებების წარმოება მტრულ სახელმწიფოსთან ან მათ წარმომადგენლებთან. გამოვდივართ ინიციატივით, რომ თანამდებობის პირებმა განაცხადონ, ნებისმიერ შემოსავალი, რომელიც მიღებული მტრული სახელმწიფოსგან და თუ ეს შემოსავალი არის მაღალი აეკრძალოთ მათ თანამდებობის დაკავება", - აცხადებენ თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები. 

შეგახსენებთ, რომ რუსმა დიპლომატმა გრიგორი კარასინმა თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა დააანონსა. კარასინმა ეს განცხადება პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურა აბაშიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც თავად აბაშიძე განმარტავს, ის ცენტრის შესაძლო გახსნის შესახებ იფნორმაციას არ ფლობს.

 

 

 


close დახურვა