logo
ENG



თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ჯგუფური ძალადობა - 5 ადამიანს პატიმრობა შეეფარდა

05 ივლ 202018:16
3 წუთის საკითხავი
 
3pgtkxtdtl4sk8u.jpg

თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო. ერთ-ერთი დაპატიმრებული ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონია.

ბრალდებულების ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ სასამართლოს შუამდგომლობა გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით უნდა გაეთვალისწინებინა, რადგან დაკავებულები ნასამართლევები არ არიან. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. კერძოდ, უწყების ცნობით, ნ.ძ. ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა