„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ აღნიშნული საქმის შესახებ ინფორმაცია ოცნების ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საპატიმრო წერილიდან შეიტყო და მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებამ პოლიტიკოსების გამოკითხვის ნაცვლად, პასუხები ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს უნდა მოსთხოვოს.
დათუნაშვილის შეფასებით, ღარიბაშვილის მიერ მოქმედი ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული ბრალდებები „მმართველი გუნდის შიდა კლანურ დაპირისპირებასა და კანიბალიზმზე“ მიუთითებს.
პროკურატურამ ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი დაადასტურა, თუმცა ღარიბაშვილისა და სხვა პირების საჯარო განცხადებების საფუძველზე გამოკითხვაზე რამდენიმე პოლიტიკოსი და მედიაწარმომადგენელი დაიბარა.
