logo
ENG



თათია თოდაძის ადვოკატი ილია ჯიშკარიანზე:ცალსახად ვითხოვთ პატიმრობის შეფარდებას

11 ოქტ 201911:59
3 წუთის საკითხავი
 
qvhvkv28ay4vst9.png

თათია თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებაზე კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, მტკიცებულებები, რომელიც საქმეში დევს, ცხადყოფს, რომ ჯიშკარიანის  მხრიდან ადგილი ჰქონდა მოწმეზე ზემოქმედების მცდელობას და მტკიცებულებების განადგურებას.

„არ ვეთანხმებით პროკურორის მიერ მოთხოვნილ შუამდგომლობას, გირაოს შეფარებასთან დაკავშირებით, ცალსახად ვითხოვთ პატიმრობის შეფარდებას. თუმცა, პროკურორმა არ გაითვალისწინა დაზარალებულის, მოსაზრება და აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა გირაოს შეფარდება.

ადვოკატი ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც საუბრობს, მისი განცხადებით, აქამდე სისხლის სამართლის საქმის მასალებში, არ იდო სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას დაადასტურებდა.

„დღეს, წერილობით მოვითხოვეთ, რომ პროკურატურამ ჯანმრთელობის  შესახებ სრული ინფორმაცია გამოითხოვოს, რადგან სატელევიზიო სიუჟეტებში ჩანს, რომ ილია ჯიშკარიანს არ აქვს ისეთი მდგომარეობა მისთვის აღკვეთის ღონისძიების  სახით პატიმრობის შეფარდება არ შეიძლებოდეს,“ - განაცხადა თამარ ლუკავამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთში "ნიუ ჰოსპიტალში" პრკურატურის წარმომადგენლებს ელოდებიან. თადუმაძის უწყება მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.  

დღესვე ქალთა უფლებების დამცველმა ბაია პატარაიამ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ ჯიშკარიანს აღარ ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია და ის კლინიკაში მხოლოდ მის ხელმძღვანელობასთან ნაცნობობით რჩება.


close დახურვა