logo
ENG



თაკო ჩარკვიანი: დავტოვე ბატონ შალვასთან შეხვედრის ფორმატი, არა გაერთიანებული ოპოზიცია

04 დეკ 201908:12
3 წუთის საკითხავი
 
elm57pfo6vg9u6f.jpg

ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის გამო პარტია „კანონი და სამართალი" ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მაგიდას ტოვებს. პარტიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მათ მხოლოდ ეს ფორმატი დატოვეს და ოპოზიციური გაერთიანებაში კვლავ რჩებიან.  

პარტიის „კანონი და სამართალი" თავმჯდომარის თქმით, იგი ტოვებს გაერთიანებული პოზიციის მხოლოდ ერთ ფორმატს და არა თავად გაერთიანებას. 

"დავტოვე კონკრეტულად ეს ფორმატი, ბატონ შალვასთან რომ ვიკრიბებით ხოლმე. არა გაერთიანებული ოპოზიცია, სადაც ვრჩებით. რა დროს გაქცევა იყო ახლა იმ ქვეყანასთან, რომლის წინააღმდეგაც ვსაუბრობთ ჩვენ დასავლურ ინსტიტუციებთან",-აღნიშნავს თაკო ჩარკვიანი. 

ირაკლი ღლონტის თქმით, ყველა პარტიას თავისი დღის წესრიგი აქვს. 

"უფრო მეტი ურთიერთობა უნდა დავამყაროთ ვაშინგტონთან და ევროპასთან, მაგრამ ყველა პარტიას აქვს თავისი დღის წესრიგი. ჩვენ ვეკარნახებთ მათ სად უნდა იყვნენ",-აღნიშნავს ირაკლი ღლონტი.

 

 


close დახურვა