"ძალიან დიდი კულტუროლოგიის ხალხი ვართ, კალმოსანი მეფეები გვყავდა", - ამის შესახებ განცხადებას სტრატეგია აღმაშენებელის წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი გადაცემა "პოლიტმეტრში" აკეთებს.
მისი განცხადებით, პოლიტიკოსებს, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, შესაბამისი განათლება უნდა ჰქონდეთ, რომლებიც კონკურენტებს ჯანსაღ ოპონირებას გაუწევს.
"მე მგონი საჭირო არის, რომ სულ ბლა ბლა ბლა იყოს არჩევნებამდე. დაგვპატიჟეთ ადამიანები, ჩავშლით თემას და იქ გამოჩნდება, ვის აქვს ბექგრაუნდში მარაგი. რესპოდენტების მეტყველებაში ხშირად ჩანს მისი განათლება. შესაბამისად, როდესაც წინაწარ ადამიანი გამოდის და განათლების სისტემაზე იწყებს საუბარს, თუ როგორი განათლებულები უნდა გვყავდნენ ბავშვები, თავად უნდა იყოს ოდნავ განათლებული მაინც. ორჯერ ორი ოთხია, ხომ არ შეიძლება, რომ 30 წელიწადი ჩვენ ვატყუებდეთ ადამიანებს. კონკურენტად განათლებულ ადამიანს ვთვლი, ვინც გამიწევს, ჯანსაღ და კეთილსინდისიერ, ოპონირებას.
მაპატიეთ მაგრამ სულ რომ იხმარო ეთერში სიტყვა - ჯანდაბა, ქვესკნელი და შემდეგ ისაუბრო განათლების სისტემაზე, სირცხვილია. ვისი მისამართით ვსაუბრობ ამას მაყურებელი კარგად მიხვდება. ამ ვაჟბატონის [ალეკო ელისაშვილის] გასალანძღი მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად არ გვყავს.
ძალიან დიდი კულტუროლოგიის ხალხი ვართ და კალმოსანი მეფეები გვყავდა. შემთხვევით არ იყო ამდენი მეფე, რომელიც ბრწყინვალედ წერდა", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.