logo
ENG



თაკო ჩარკვიანი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს და გიორგი ვაშაძესთან კოალიციას ტოვებს

19 აპრ 202115:48
3 წუთის საკითხავი
 

პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ დასავლელი პარტნორების მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი მისთვის მიუღებელია, ამიტომ მას ხელს მოაწერს. 

ხოლო ვინაიდან დოკუმენტის ხელმოწერას გეგმავს გიორგი ვაშაძე, "სტრატეგია აღმაშენებელთან" კოალიციასაც დატოვებს. 

"პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამართლებრივი სისტემის ცვლილება მოხდეს საქართველოში, თქვენი თაობა ეღირსოს ჯანმრთელ საარჩევნო სისტემას. ამ დოკუმენტში ეს არ ჩანს. თამარ ჟვანია რჩება, ხმებს ვინ გადათვლის, არ ვიცით, პროკურორს ვინ შეცვლის, არ ჩანს. დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ. გიორგიმ შეიძლება მოაწეროს, მაგრამ არ მოვაწერ. კოალიციას დავტოვებ, ბუნებრივია". - თქვა თაკო ჩარკვიანმა. 

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა