logo
ENG



თაკო ჩარკვიანი რობაქიძეს: სოსო, მე ვიდექი მაშინ შენი ბუტას გამო

12 დეკ 201913:44
3 წუთის საკითხავი
 
9br2dglnabqt3p2.jpg

„სოსო მოდი, ისე მინდა შეგხვდე, როგორც მაშინ გხვდებოდი“ - ამ სიტყვებით „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა თაკო ჩარკვიანმა ბუტა რობაქიძის მამას, სოსო რობაქიძეს მიმართა. ჩარკვიანის განცხადებით, ის პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამარცხვინო სასამართლოს აპროტესტებს.

„სოსო მოდი, ისე მინდა შეგხვდე, როგორც მაშინ გხვდებოდი. მე ვიდექი მაშინ შენი ბუტას გამო და მე დღეს მხოლოდ მაჩალიკაშვილის შვილის განო ვდგავარ. ჩვენ არ ვართ ჯაბანი ერი და მე არ მინდა ასეთი ხელისუფლება მყავდეს, რომელიც ამ ტიპის მთავარსარდალთან პოზირებდა 7 თვის წინ ბილბორდებზე. ვაპროტესტებ სამარცხვინო სასამართლოს“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

ჩარკვიანი განცხადებას გამოეხმაურა სოსორ ობაქიზე, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ აპროტესტებს მოსამართლეების დანიშვნას, თუმცა მისი თქმით, ამ პროტესტის უფლება არ აქვს გიგია ბოკერიას და მის თანაგუნდელებს.

„მე დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ გავაპროტესტო მოსამართლეების დანიშვნა იმიტომ, რომ ჩვენნაირი ხალხის კისერზე გადავიდა ყველაფერი,“ - აცხადებს სოსო რობაქიძე.


close დახურვა