სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჩარკვიანი Facebook-ზე წერს.
ჩარკვიანის თქმით, ის თავს უკეთ გრძნობს.
"ძვირფასო მეგობრებო დამიდასტურდა კოვიდი!!! თავს უკეთ ვგრძნობ!
თუ ღმერთმა ინება გავუძლებთ! მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ ! ახლა მე არა, ჩემს ირმას უგულშემატკივრეთ ავსტრიაშია, გაიგებს და ინერვიულებს! თავისუფლება ლომთა ხვედრია", - წერს პოლიტიკოსი.
აღსანიშნავია, რომ ჩარკვიანი არ არის პირველი პოლიტიკოსი, რომელსაც კორონავირუსი დუდასტურდა. მანამდე კოვიდ-19-ით დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი დაინფიცირდა.