პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე Freedom House-ის ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის რეალურ საფუძვლებს მოკლებულია. თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული ე.წ. ტროლები ძირითად ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.
"ეს არის გადამეტებული და ნაწილობრივ მოკლებულია რეალურ საფუძვლებს. განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც ტროლებზე და დეზინფორმაციაზეა საუბარი. პირიქით, გეტყოდით, რომ პრობლემები არსებობს იქ, როდესაც დეზინფორმაცია ქვეყანაში გამოიყენება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ მოკვლევა, რომელსაც პარლამენტი ახორციელებს, მნიშვნელოვან შეფასებებს მიაწვდის საზოგადოებას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ Freedom House-მა ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველო მსოფლიოში მე-10 ადგილს იკავებს. ანგარიშში Freedom House რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის სამთავრებო ე.წ. ტროლები და ბოტები, ოლიგარქის გავლენა პოლიტიკაზე და სხვა.