logo
ENG



თალაკვაძე: არჩევნების შემდეგ კოჰაბიტაცია საბოლოოდ დასრულდება

22 ნოე 201911:44
3 წუთის საკითხავი
 
ehn11c12v96l0yd.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს. თალაკვაძის თქმით, კოჰაბიტაციის დასასრული არჩევნებისთვის მზადებას ნიშნავს. როგორც ტალაკვაძემ განმარტა, კოჰაბიტაციის დასასრული არჩევნების შედეგები იქნება, ვინაიდან ის ყველა პოლიტიკურ პარტიას აჩვენებს, თუ სად არის მისი ადგილი.

„შესაძლოა ეს იყოს პირიქით არანაირი გაწელვა არ ხდება ვადების, შეიძლება ზოგიერთ საქმეზე ვადები უკვე იწურება და პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ცდილობენ მაქსიმალური დესტრუქციით და ისტერიული აქტივობებით მოხვდნენ ყურადღების ცენტრში და როგორმე თავიანთი თავი მიჰყიდონ საზოგადოებას რომ მათ ვინმე პოლიტიკური მიზნებით უპირისპირდება. კოჰაბიტაციის დასრულება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე ვიწყებთ მზადებას არჩევნებისთვის 2020 წლისთვის, სადაც ჩვენ საზოგადოებას, მოქალაქეებს ექნებათ სრული შესაძლებლობა, რომ თავისი პოზიცია დააფიქრონ რომელი პოლიტიკური პარტია უნდა იყოს მომავალში პარლამენტში და რომელი პოლიტიკოსები უნდა იყვნენ პარლამენტში და სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ამ არჩევნების შემდეგ კოჰაბიტაცია საბოლოოდ დასრულდება, ვინაიდან არჩევნების შედეგები კოჰაბიტაცია საბოლოოდ დასრულდება ვინაიდან არჩევნების შედეგები ყველა პოლიტიკურ პარტიას და ცალკეულ პოლიტიკოსს ეტყვის სად არის  მიდი ადგილი და რამდენია მისი მხარდაჭერა“,-განაცხადა თალაკვაძემ.

 


close დახურვა