logo
ENG



თალაკვაძე: ევროპარლამენტის არც ერთი ქვეყანა არ მოითმენს ძალადობრივ შეტევას პარლამენტზე

09 დეკ 201907:35
3 წუთის საკითხავი
 
njhralmalvht9vw.jpg

შეუსრულებელი პირობა, ჩაგდებული კანონპროექტი და პოლიტპატიმრები - ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მკაცრ მესიჯებს უგზავნიან. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა „ქართული ოცნება“ მწვავედ გააკრიტიკეს. ევროდეპუტატები ხელისუფლებას გავრილოვის ღამის პატიმრების გათავისუფლებვისკენაც მოუწოდებენ. ისინი ევრონესტის დელეგაციის წევრებმა პოლიტპატიმრებად მოიხსენიეს.

მმართველი გუნდი ევროპარლამენტის მწვავე  კრიტიკას  არ აღიარებს. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, არ არსებობს ევროპარლამენტის ოფიციალური დასკვნა, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები.

„საქართველოს არ ჰყავს პოლიტპატიმრები. არ არსებობს ევროპარლამენტის ოფიციალური დასკვნა, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები.  რაც შეეხება ადამიანებს, რომელთა ნაწილიც არის დაკავებული, რომ მათ ძალადობრივი შეტევა მოახდინეს პარლამენტზე, გარწმუნებთ, ევროპარლამენტის არც ერთი ქვეყანა მოითმენს ძალადობრივ შეტევას პარლამენტზე და მას აუცილებლად უპასუხებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებმა დეტალურად იციან თუ რა ხდება საქართველოში.

„შოკში ვიყავი, ევროპარლამენტარებმა იმდენად დეტალურად იციან რა ხება ქვეყანაში, ლაპარაკიც კი არ დაგვჭირდა. ერთი მთავარი პირობა რაც მივიღეთ, საქართველოს დემოკრატიას ისინი არ დააჩაგვრინებენ არავის“, - განაცხადა ვაშაძემ.

 

 


close დახურვა