logo
ENG



თალაკვაძე: ვგმობთ ფორმულას თანამშომლებზე თავდასხმას, გაეცემა სამართლებრივი პასუხი

09 აპრ 202113:36
3 წუთის საკითხავი
 
თალაკვაძე: ვგმობთ ფორმულას თანამშომლებზე თავდასხმას, გაეცემა სამართლებრივი პასუხი

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება გმობს მედიაზე თავდასხმას და ამას სამართლებრივი პასუხი გაეცემა. ამით იგი ფორმულას თანამშრომლების მიმართ ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა. 

"ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და თავდასხმას მედიაზე და ჟურნალისტებზე. ამას გაეცემა სამართლებრივი პასუხი.

ამ შემთხვევაში, რამდენადაც ვიცი, შესაბამისი რეაგირება უკვე არის საგამძიებოს სტრუქტურების მხრიდან და დარწმუნებული ვარ, როგორც ვახო სანაიას შემთხვევაშიც, აქაც დეტალებს დაადგენენ. 

ჩვენი ხელისუფლების პირობებში, წარმოუდგენელი და მიუღებელია ჟურნალისტებზე ზეწოლა, მათზე ფიზიკური თავდასხმა და ამ გზით რაიმე საკითხების მოგვარება. ეს არის დემოკრატიული საზოგადოება სადაც ჟურნალისტები, თუნდაც ყველაზე კრიტიკულები, ეხმარებიან ხელისუფლებას და ოპოზიციას, მიიღონ ინფორმაცია და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები", - ამბობს თალაკვაძე. 

ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

მათი ინფორმაციით, თავდასხმა კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობას უკავშირდება. 

ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც, თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს.  


close დახურვა