logo
ENG



თალაკვაძე: მზად ვართ ჩარტერულის დასანიშნადაც, რომ ჩამოვიყვანოთ მეტი დამკვირვებელი

26 აგვ 202015:16
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მთავრობა მზად არის ჩარტერული რეისების დასანიშნადაც კი, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა, მთავრობის მიზანია, "ბევრი დამკვირვებელი ჩამოვიდეს, დადებითად შეაფასოს არჩევნები და დაინახოს, რომ საქართველო ნამდვილად აძლიერებს თავის დემოკრატიასა და ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით".

"ამისთვის ჩვენ ორი თვის წინ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, კანონმდებლობაში შევიტანეთ ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კოვიდპანდემიის პირობებში განვსაზღვრეთ უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები, გადავანაწილეთ პასუხისმგებლობები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არსებობს სრული მზადყოფნა, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოსაყვანად ქვეყანაში.

ჩვენ ამისთვის უკვე უზრუნველყოფილი გვაქვს უსაფრთხოების სპეციალური პროგრამა და პირობები და ასევე, საკოორდინაციო საბჭო პრემიერ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მზად ვართ, ჩარტერული რეისების დასანიშნადაც კი, რომ ჩამოვიყვანოთ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი", - თქვა თალაკვაძემ. 


close დახურვა