logo
ENG



თალაკვაძე: მინდა ვთხოვო საპარლამენტო ოპოზიციას, დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს

26 ნოე 201911:34
3 წუთის საკითხავი
 
g3y2wjw3rifuopq.jpg

დარბევისა და ქუჩაში მიდმინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, უმრავლესობა მუშაობას განაგრძობს. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ პარლამენტი მუშაობს და საკანონმდებლო ორგანო ამ პროცესს არ შეწყვეტს. თალაკვაძის თქმით, პარლამენტს 2020 წლის ბიუჯეტი აქვს მისაღები, რაც სპიკერის თქმით, მთელი ქვეყნის ინტერესებშია.

„მინდა ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ პარლამენტი მუშაობს და გააგრძელებს საქმიანობას, რათა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელი ეხება პენსიონერებს, რომელი ეხება ექიმებს, რომელიც ეხება ჯარისკაცებს და ინფრასტრუქტურას. ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი პარლამენტისა და მთავრობის მიერ. პარლამენტს 2020 წლის ბიუჯეტი აქვს მისაღები, რომელიც მთელი ქვეყნის ინტერესებშია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კანონმდებლობის ფარგლებში ისე, რომ ვისაც სურს პროტესტი გამოხატოს ეს უფლება იქნება დაცული. მეორეს მხრივ, იმ მოქლააქეების უფლებები, რომლებიც ფიქრობს, რომ ქვეყანა აგრძელებს ნორმალურ განვითარებას, იქნება დაცული. ეს არის პოლიტიკა და პოლიტიკური პროცესი. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საპარლამენტო ოპოზიციას, დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს",- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ". აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შემორტყმული პარლამენტისთვის. მათ აგრეთვე პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტი. რამდენიმე საათის წინ კი სპეცრაზზმა, წყლის ჭავლის დახმარებით, აქცია დაარბია. არიან დაშავებულებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 28, ხოლო დაშავებულია სამი ადამიანი.

აქციის შედეგად სულ 4 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, - ამის შესახებ ინფორმაცია "ფორმულას" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, 1 მოქალაქე ნიუ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს, 1 ამტელ ჰოსპიტალსში და 2 - ინგოროყვაში

                    


close დახურვა