საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკაში კონგრესმენებთან შეხვედრის წინ პირველ კომენტარს აკეთებს. თალაკვაძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატაროს საარჩევნო კამპანია.
„ჩვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს გავაცნობთ კონგრესის წევრებს - თუ რა გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ ოპოზიციასა და ჩვენს საზოგადოებას. ვიზიტის შემაჯამებელ კომენტარს გავაკეთებ ბოლოს. თუმცა, ოპოზიციის ეს ნაწილი ცდილობს, რომ თავისი საარჩევნო კამპანია ჩაატაროს ვაშინგტონში, მაშინ, როდესაც მათ ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს და ეს ფაქტია.
ცდილობენ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღონ ისეთი მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკის მთავრობა არასდროს აკეთებს და არ ერევა საარჩევნო საკითხებში. არჩევნები ჩატარდება საქართველოში დემოკრატიულად და გამჭვირვალედ. მიუხედავად იმისა, რა შეთანხმება შედგება ჩვენსა და ოპოზიციას შორის“, - განაცხადა თალაკვაძემ.
