logo
ENG



თალაკვაძე: რა დროს კონტრ-აქციებია, უფრო მნიშვნელოვანი თემებია, რომელიც ეხება შშმ პირებს

03 დეკ 201910:02
3 წუთის საკითხავი
 
kb5b4i1od32s994.jpg

„რა დროს კონტრ-აქციებია. უფრო მნიშვნელოვანი თემებია, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს",-ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ "ფორმულას" შეკითხვას წართულ ოცნებასთან გუშინ განვიტარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. თალაკვაძემ განცხადება სასტუმრო რედისონში გააკეთა, სადაც სეზღუდული სესაძლებლობების მქონე პირების თემაზე კონფერენცია იმართება. მოგვიანებით პარლამენტის სპიკერს ჟურნალისტების სეკიტხვებზე პასუხის გაცემა მაინც მოუხდა. თალაკვაძემ ოცნების ოფისთან მომხდარის პროვოცირებაში მშვიდობიანი აქციის მოანწილეები დაადანაშაულა. 

„გუშინ რაც ვნახეთ, რეალურად, ნათელია საზოგადოებისთვის რამ გამოიწვია ამ პროცესების განვითარება. სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და ორივე მიმართულებით აღკვეთოს აქტივობა, რომელმაც შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს. პროტესტის გამოხატვა უნდა დარჩეს მშვიდობიან ფარგლებში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობების „გაბედე“, „შეცვალესა“ და „ქვეყნის სამსახურში“ აქცია გაიმართა, რასაც მმართველი პარტიის კონტრ-აქცია დაუპირისპირდა. აქციის შედეგად კონტრ-აქციის მონაწილეებმა რამდენიმე პირს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სხავდასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 მიუხედავად აგრესიისა და ფიზიკური შეურაცხყოფისა, აღსანიშნავია, რომ უწყებას "ქართული ოცნების" აქტივისტებიდან არავინ არ დაუკავებია.

 


close დახურვა