logo
ENG



თალაკვაძე: რეზოლუცია აბსოლუტურად აცილებულია რეალობას

09 ივნ 202212:00
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი

ქართული ოცნების წევრი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი განიხილავს, რეალობას აცდენილია. თალაკვაძის თქმით, "სიმართლე არის საქართველოს მხარეს".

"არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი გახლავთ დემოკრატიის შუქურა. ეს ადამიანები კანონმდებლობის სრული დაცვით მიცემულნი არიან პასუხისგებაში. მიგვაჩნია, რომ ის რეზოლუცია აბსოლუტურად აცილებულია რეალობას, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში", - ამბობს თალაკვაძე.

ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების უფლებასთან დაკავშირებით რეზოლუციას განიხილავენ, რომელსაც კენჭს 9 ივნისს უყრიან. დებატების დროს ევროპარლამენტში განაცხადეს, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა.

განხილვის საგანი იყო მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებაც. ვალდის დომბროვსკის თქმით, გვარამიას სასჯელი ეწინააღმდეგება ნდობისა და დამოუკიდებლობის საკითხებს. 

ევროპარლამენტარებმა მკაცრად გააკრიტიკეს ხელისუფლებაც. მათ ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილზეც. მარკეტა გეროგოროვამ მას კრემლთან კავშირების მქონე ოლიგარქიც უწოდა. 

მედიის თავისუფლების გაუარესებული მდგომარეობისა და ხელისუფლების კრიტიკის მიუხედავად, ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. 


close დახურვა