logo
ENG



თალაკვაძე: სოფელ ბისოსთან შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა, ეს ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია

23 აგვ 202021:43
3 წუთის საკითხავი
 
თალაკვაძე: სოფელ ბისოსთან შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა, ეს ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რომლის შედეგადაც, წინასწარი ინფორმაციით, 12 ადამიანი დაიღუპა, 3 კი, მძიმედ დაშავდა.

თალაკვაძე გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა სოფელ ბისოსთან. ვუსამძიმრებ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია.

ყველაფერი კეთდება დაშავებულთა დასახმარებლად და იმედია, მათ გადარჩენას მაშველები და ექიმები შეძლებენ”, - წერს თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მიკროავტობუსი კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი, დაშავდა.


close დახურვა