logo
ENG



თალაკვაძე: შემდეგ რაუნდში განვიხილავთ მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლო ცვლილებებს

08 დეკ 201922:37
3 წუთის საკითხავი
 
db4eqrajzehlm9x.jpg

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციასთან მორიგი შეხვედრა გაიმართება.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საერთაშორისო პარტნიორების მიერ შეთავაზებულ ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობა იმსჯელებს და შემდეგ შეხვედრაზე შესაბამის არგუმენტებს წარადგენს.

„მოლაპარაკებების შემდეგი თემა იქნება არსებული სისტემის ფარგლებში მაჟორიტარული სისტემის განხილვა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, იმისათვის რომ მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები იყოს დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი. აქ მოვემზადებით ჩვენც და მოვიტანთ ამაზე არგუმენტებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებების თემა იცვლებოდა. მოლაპარაკების შემდეგ რაუნდში ჩვენ განვიხილავთ არსებული შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლო ცვლილებებს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიცია-ხელისუფლების დიალოგის მეორე რაოუნდი გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორები ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი იყვნენ. 

 


close დახურვა