logo
ENG



თალაკვაძე:გამოჩნდნენ ძალები, რომელთა ინტერესებში შედის ეკლესიის დისკრედიტაცია

06 ნოე 201912:25
3 წუთის საკითხავი
 
a5qpdyfai9u23si.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ეკლესიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. 

თალაკვაძის შეფასებით, ეკლესიაში შექმნილი მდგომარეობის გადატანა პოლიტიკურ ჭრილში არასწორი იქნება. 

"გამოჩნდნენ ის ძალებიც, რომელთა ინტერესებშიც დიდი ალბათობით შედის ეკლესიის დისკრედიტაცია და სახელმწიფოს შესუსტება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების უკან დგანან იგივე ადამიანები, ვინც წინა შემთხვევებში არეულობების უკან იდგნენ, ასევე ძალადობის და პარლამენტის დისკრედიტაციის უკან იდგნენ. საერთო ხაზი რაც იკვეთება, არის ის, რომ ამ ქვეყანაში მთავარი ინსტიტუტების წინააღმდეგ შეტევის მიტანა აერთიანებს ამ მოვლენებს. თუ ვინმეს არ მოსწონს რას ამბობს ერთი მოძღვარი, აქვს უფლება მივიდეს სხვა მოძღვართან, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა და თავისუფალი საზოგადოება. ვფიქრობ პოლიტიკაში ამ თემების გადმოტანა სეკულარულ სახელმწიფოში არ იქნება სწორი. პატრიარქს და ეკლესიას აქვს ხელისუფლების და ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა. ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის განცხადებები, რაც მის მიერ სამივე დასახელებულმა პირმა საჯაროდ გააკეთა და მათ უარყვეს ასეთი მოლაპარაკებების და შეხვედრის შესახებ ინფორმაცია", - განაცხადა თალაკვაძემ. 

 


close დახურვა