logo
ENG



თალაკვაძე:გრძელდება საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაცია

18 თებ 202013:39
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ოკუპაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს.

თალაკვაძემ, აფხაზ და ოს თანამემამულეებს მიმართა და ქვეყანაში შექმნილი სიკეთეებით სარგებლობა შესთავაზა.

„გრძელდება საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაცია, რომლის შედეგებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით ადამიანების გატაცების, მკვლელობებით, გადაადგილების აკრძალვის და სხვა მოვლენების სახით. ჩვენი პასუხია ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკური განვითარება. ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი ინარჩუნებს მავთულხლართების კედელს. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზ ძმებს. მინდა კიდევ ერთხელ მივაწვდინო ხმა ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც საქართვეოში შევქმენით ქვეყნის განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის გზით. შეგიძლიათ, იამაყოთ ამით და გამოიყენოთ ეს შესაძლებლობები“, - განაცხადა თალაკვაძემ. 


close დახურვა