logo
ENG



თალაკვაძე გოცირიძის მიერ ბოქლომის დადებაზე: ის ინტელიგენტი კაცია, თანაპარტიელებმა სთხოვეს

19 ნოე 201915:21
3 წუთის საკითხავი
 
9mcq8fmej0l9py9.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "ნაციონალური მოძრაობის" რომან გოცირიძის მიერ სხდომათა დარბაზის კარზე ბოქლომის დადებას გამოეხმაურა. თალაკვაძემ ოპოზიციონერი დეპუტატი ინტელიგენტ კაცად მოიხსენია და აღნიშნა, რომ გოცირიძემ თანაპარტიელების თხოვნა შეასრულა. 

"რაც შეეხება ბატონ რომან გოცირიძეს. ის ინტელიგენტი კაცია, ის არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც იქით ვერ მიდის, როგორც ჩანს მისმა თანაპარტიელებმა სთხოვეს ეს ჟესტი გაეკეთებინა. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ვერავინ ჩაკეტავს პლენარული სხდომათა დარბაზს და საკანონმდებლო ორგანო გააგრძელებს მუშაობას," - განაცხადა თალაკვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " წევრმა რომან გოცირიძემ სხდომათა დარბაზის კარს კოდიანი ბოქლომი დაადო

 


close დახურვა