logo
ENG



თალაკვაძე ევროპარლამენტარების კრიტიკაზე: ნებისმიერი პოზიცია მეგობრულად არის მიღებული

08 დეკ 201918:30
3 წუთის საკითხავი
 
8w2u18vdvo29ru1.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტარების მიერ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს. თალაკვაძის თქმით, მას ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა ევროპელ პარტნიორებთან, რომლებსაც ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გარდა ამისა, მისივე შეფასებით, ევროპარლამენტარების განცხადებები მეგობრულად უნდა იყოს მიღებული. 

"დღეს მქონდა საინტერესო შეხვედრები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. მინდა გითხრათ, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევრონესტის შეხვედრა ტარდება თბილისში. ეს ევრონესტის მხრიდან ნიშნავს დიდ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისა. ვისაუბრეთ ისეთ გამოწვევებზე როგორიც არის ქვეყნის ოკუპაცია და ასევე ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო გატაცება. ნებისმიერი პოზიცია, რომელიც აქვთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, არის მიღებული, როგორც მეგობრების პოზიცია. ეს შეხვედრა ჩვენთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ ადგილზე გავუზიაროთ ჩვენი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პროცესია. საქართველო დემოკრატიულ განვითარებას გააგრძელებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ "ფორმულას" კითხვის საპასუხოდ. 

შეგახსენებთ, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ევროპელი დეპუტატები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროდეპუტატებმა "ქართული ოცნება" თითქმის ყველა სფეროში ღიად და მწვავედ გააკრიტიკეს. ისინი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან პირობა არ შესრულდა. გარდა ამისა, მათ ე.წ. გავრილოვის ღამის დაკავებულებს პოლიტპატიმრები უწოდეს და მათი გათავისუფლება მოითხოვეს. 

 


close დახურვა