საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ მათი მხარდამჭერის ბილწსიტყვაობა სოციალურ ქსელში, უბრალოდ პოლიტიკაა. ამის შესახებ თალაკვაძემ განცხადება, "გურია ტვ-ის" ეთერში გააკეთა.
გადაცემის წამყვანი დაინტერესდა შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩილ თალაკვაძემ ბიძინა ივანიშვილს აგინა. აღნიშნულს თალაკვაძემ პასუხს თავი აარიდა და ჟურნალისტს სერიოზული კითხვების დასმისკენ მოუწოდა.