logo
ENG



თალიბანი ქალებსა და კაცებს უნივერსიტეტებში ერთად სწავლას უკრძალავს

13 სექ 202111:44
3 წუთის საკითხავი
 
EPA

ავღანეთში უნივერსიტეტები გენდერული ნიშნით დაიყოფა და ახალი დრესკოდი იქნება შემოღებული - ამის შესახებ ინფორმაციას თალიბანის წარმომადგენლები ავრცელებენ. უმაღლესი განათლების მინისტრის თქმით, ქალებს ექნებათ სწავლის უფლება, მაგრამ არა კაცების გვერდით.

1996-2001 წლებში, თალიბანის მმართველობის დროს, ქალებს განათლების მიღების უფლება არ ჰქონდათ. 

15 აგვისტოს ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ თალიბანმა განაცხადა, რომ ქალებს ექნებათ განათლების მიღებისა და მუშაობის უფლება. თუმცა, მას შემდეგ, უსაფრთხოების დაცვის საბაბით, მუშაობის უფლება მხოლოდ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალებს მიეცათ.


close დახურვა