logo
ENG



თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელს შეხვდა

24 სექ 202112:31
3 წუთის საკითხავი
 
თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელს შეხვდა

თალიბანის პოლიტიკური ოფისის ოფიციალური წარმომადგენელი, მუჰამედ ნაიმი აცხადებს, რომ ავღანეთის ახალი მთავრობის პრემიერმინისტრის მოადგილე, მულა აბდულ ღანი ბარადარი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელს შეხვდა.

"შეხვედრაზე განიხილებოდა საკითხები, რომელიც ეხებოდა ორივე მხარეს, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ავღანეთში არსებულ ვითარებას", - ნათქვამია ტვიტში.

ეხო კავკაზას ინფორმაციით, თალიბებს ალექსეი მაქსიმოვი შეხვდა. აგვისტო-სექტემბერში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ცხინვალში ის მოსკოვიდან მიიწვიეს და რუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის წარმომადგენლად დანიშნეს. თალიბებთან შეხვედრის შესახებ ცხინვალში ოფიციალური წყაროები ჯერ არაფერს ამბობენ.


close დახურვა