logo
ENG



თალიბანმა ავღანეთში მეათე პროვინციული დედაქალაქი აიღო

12 აგვ 202114:37
3 წუთის საკითხავი
 

თალიბანმა ავღანეთში პროვინციული დედაქალაქი ღაზნი აიღო. ეს უკვე ერთ კვირაში დაკავებული მეათე პროვინციული დედაქალაქია. 

ღაზნი ქაბული-ყანდაარის მაგისტრალზე მდებარეობს. სხვადასხვა ინფორმაციით, თალიბანი შესაძლოა ქაბულისკენ დაიძრას და ის 90 დღეში აიღოს.

დაჯგუფების განსაკუთრებული გააქტიურება შეინიშნება მას შემდეგ, რაც 20-წლიანი მისიის შემდეგ აშშ-მ და სხვა ქვეყნის ჯარებმა ავღანეთიდან გასვლა დაიწყეს. თალიბანი უკვე აკონტროლებს 34 პროვინციული დედაქალაქების მესამედს.

გაეროს მონაცემებით, ბოლო ერთ თვეში ავღანეთში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს. ჩრდილოეთ პროვინციებიდან კი ათასობით ადამიანი ქაბულისკენ დაიძრა.

"არ გვაქვს ფული, რომ პური ან წამლები ვიყიდო ჩემო შვილისთვის", - ამბობს ქუჩის გამყიდველი, რომელიც ყუნდუზის პროვინციიდან გამოიქცა მას შემდეგ, რაც თალიბებმა სახლი გადაუწვეს.

BBC-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს თანამდებობა დატოვა სამთავრობო არმიის გენერალმა. თანამდებობა დატოვა ფინანსთა მინისტრმა, ხალიდ პაიდენმა. სხვადასხვა ინფორმაციით, მან ქვეყანა უკვე დატოვა. გადადგომის მიზეზად კი თალიბების მიერ მნიშვნელოვანი საბაჟო პუნქტების დაკავება და ბიუჯეტის დანაკარგი დასახელდა.

ქვეყნის პრეზიდენტის აშრაფ განი მაზარ-ი-შარიფში გაემგზავრა, რომელიც ექსტრემისტების ერთ-ერთ შემდეგ მიზნად დასახელდა.


close დახურვა