logo
ENG



თალიბებმა ავღანეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ძმა მოკლეს

11 სექ 202110:14
3 წუთის საკითხავი
 
თალიბებმა ავღანეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ძმა მოკლეს

თალიბანის მებრძოლებმა ავღანეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, არმულა სალეჰის უფროსი ძმა, რუჰოლა აზიზი მოკლეს. ოჯახის წევრმა Reuters-ს დაუდასტურა, რომ რუჰოლა სიკვდილით დასაჯეს და ნათესავებს მისი დაკრძალვის საშუალება არ მისცეს.

მას შემდეგ რა თალიბანმა ქაბული აიღო და ავღანეთის პრეზიდენტი ქვეყნიდან გაიქცა, არმულა სალეჰმა საკუთარი თავი პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა. ასევე, მან მოუწოდა მოსახლეობას, რომ არ დაემორჩილონ თალიბანს და წინააღმდეგობის მოძრაობას შეუერთდნენ.

India Today-ს ინფორმაციით, როჰულა აზიზი ფანჯშირის ხეობაში თალიბებთან შეტაკებებისას მოკლეს. Hindustan Times კი წერს, რომ ის მაშინ მოკლეს, როცა ფანჯშირიდან ქაბულში გადასვლას ცდილობდა. 

ფანჯშირი ერთადერთი პროვინციაა, რომელიც თალიბანმა ქაბულის აღების შემდეგ ვერ დაიმორჩილა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მათ განაცხადეს, რომ რეგიონზე კონტროლი მოიპოვეს. ფანჯშირში ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი გამაგრდა, რომელიც ოპოზიციურ ძალებს აერთიანებს. მოძრაობას აჰმად მასუდი ხელმძღვანელობს.


close დახურვა