logo
ENG



თამარ ჩუგოშვილი: ვერ ავუხსნიდი საერთაშორისო პარტნიორებს, რატომ ვერ შევასრულეთ დაპირება

15 ნოე 201912:27
3 წუთის საკითხავი
 
ijyjelng0hwxexa.jpg

უმრავლესობიდან წასული დეპუტატები საკუთარი პოზიციების შეცვლას არ აპირებენ. ისინი ამბობენ, რომ პროპორციული სისტემის ჩაგდება მათთვის წითელი ხაზი იყო, მათ შორის ამ თემას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქვეყნის ურთიერთობაში საერთაშორისო პარტნიორებთანაც. უმრავლესობის რიგები გუშინდელი დღის განმავლობაში სულ 9 დეპუტატმა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ის ტოვებს ყველა საპარლამენტო თანამდებობას. ამის გადაწყვეტილება მან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ მიიღო. მისი განცხადებით ის საერთაშორისო პარტნიორებს ვერ აუხსნიდა, თუ რატომ ვერ შეძლეს გაცემული დაპირების შესრულება.

"ჩვენ ვტოვებთ საპარლამენტო თანამდებობებს და უმრავლესობას. მე "ქართულ ოცნებაში" საკმაოდ მაღალი თანამდებობები მიჭირავს ასევე, მე ვარ საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი და მმართველი პოლიტიკური ძალისთვის ორივე საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიცია არის. დავტოვებ ამ თანამდებობებსაც, დანარჩენი უკვე, როგორი იქნება ჩემს ყოფილ გუნდთან ურთიერთობა, ამაზე მოგვიანებით ჩამოვყალიბდები. მთელი ამ თვეების განმავლობაში პირადად ჩემი პასუხისმგებლობა იყო ჩვენი პარტნიორებისთვის, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებში, ასევე ბრიუსელში, სტრასბურგში, სხვადასხვა დედაქალაქებში. ჩვენი პარტნიორებისთვის ახსნა, რომ ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს რას ნიშნავდა პოლიტიკური ველის განვითარებისთვის და პოლიტიკური პროცესების განვითარებისთვის ქვეყანაში... მე თვითონ ვუქმნიდი ამ ადამიანებს, რომ ასეთი საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდებოდა და ბუნებრივია გამიჭირდებოდა იმის ახსნა რატომ ვერ შევძელით, თამამად გაცემული დაპირების შესრულება," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


close დახურვა