თამარ ჩუგოშვილი და უმრავლესობის 4 დეპუტატი: დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, გიორგი მოსიძე და ირინა ფრუიძე, საპარლოამენტო უმრავლესობას ტოვებენ. ჩუგოშვილის თქმით ის არ აიღებს პასუხისმგებლობას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდებაზე. დეპუტატის თქმით, ის ტოვებს როგორც უმრავლესობას, ისე ვიცე-სპიკერის პოსტს. რაც შეეხება მანდატს, ჩუგოშვილი განმარტავს, რომ ის ამ საკითხზე დამატებით კონსულტაციებს გაივლის.
"ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, შედეგი დადგა ისეთი, რომ სხვა გზა არ გვრჩება. ვტოვებთ როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ისე საპარლამენტო თანამდებობებს. ამ თემის ჩავარდნის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც მე და ჩემი კოლეგები ვიღებთ პასუხიმგებლობას. შედეგში ძალიან დიდი როლი ეკისრებოდა საპარლამენტო უმრავლესობას. ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება იყო წითელი ხაზი და ამის ჩაგდების შემთხვევაში ჩვენი პოზიცია იცოდნენ კოლეგებმა. მიუხედავად ამის ის შდეგი დადგა, რაც ვნახეთ. ჩვენ არ გვქონია სურვილი გუნდის დატოვების, უბრალოდ სხვა გზა არ დაგვიტოვეს. მომავალზე მეც და სხვებსაც გაგვიჭირდება საუბარი. ეს არის ორგანიზებული პროცესი. ძალიან მძიმე სხდომა იყო, ნებისმიერი გადაწყვეტილება პარტიისთვის დანაკარგით სრულდებოდა. ეს პოზიცია ცნობილი იყო პარტიისთვის“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.