logo
ENG



თამარაშვილზე ხის წაქცევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

25 ივნ 202007:05
3 წუთის საკითხავი
 

თამარაშვილის ქუჩაზე ხის წაქცევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ისინი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

სამივე მათგანს მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდათ. ხეჩინაშვილის კლინიკის გადაუდებელი დახმარების ექიმის, ირაკლი რიჟამაძის განცხადებით, ერთ-ერთ დაშავებულ კაცს კეფის არეში ნახეთქი ჭრილობა ჰქონდა, ქალს კი კისრის არეში დაჟეჟილობა.

შემოყვანილია 3 პაციენტი, ერთი მამაკაცი და 2 ქალბატონი, რომლებსაც აღენიშნებათ მრავლობითი, ზედაპირული დაზიანებები. კაცს აღენიშნება კეფის არეში, ნახეთქი ჭრილობა. ერთ-ერთ ქალს საერთოდ არ აღენიშნება ჩივილები. მეორე ქალს კისრის არეში დაჟეჟილობა აღენიშნება. სამივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აღნიშნა რიჟამაძემ. 

სამივე მათგანი კლინიკიდან უკვე გაწერილია. 


close დახურვა