logo
ENG



თამარაშვილის ქუჩაზე ხე გადატყდა და მოძრავ ავტომობილს დაეცა

24 ივნ 202020:52
3 წუთის საკითხავი
 

ერთი ადამიანი დაშავდა თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის დროს, სადაც რამდენიმე წუთის წინ ავტომობილს ხე დაეცა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმე არ არის. ხე მოძრავ ავტომობილს დაეცა. ორი ავტომობილია დაზიანებული. 

სამი მოქალაქეა საავადმყოფოში გადაყვანილი. მათი მდგომარეობა, სავარაუდოდ, მძიმე არ არის. თამარაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. იმ ადგილას, სადაც ხე გადატყდა, თხრილებია და შესაძლოა, სწორედ ამან გამოიწვია ხის გადატეხვა. 

„მოვიდნენ, თხარეს, თხარეს, რას ეძებდნენ არ ვიცი და გადატყდა ხე. უკანა ხეც ნელ-ნელა მოდის“, - განუცხადა „ფორმულას“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

 


 


close დახურვა