logo
ENG



თამბაქოს ინდუსტრიის გიგანტი British American Tobacco რუსეთს ტოვებს

11 მარ 202222:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/11/xw8s94ja8v98w95.jpg
Toby Melville / REUTERS

დღეს თამბაქოს კომპანია British American Tobacco-მ განაცხადა, რომ რუსეთში მუშაობას წყვეტს.

თამბაქოს ინდუსტრიის გიგანტი აერთიანებს ცნობილ სიგარეტის ბრენდებს, როგორიცაა Dunhill, Kent, Lucky Strike, Pall Mall, Newport, Rothmans და Camel. კომპანია ფლობს ადგილობრივ კომპანიებსაც, რომელთა შორის რუსეთში ყველაზე პოპულარულია Yava Zolotaya.

აღსანიშნავია, რომ British American Tobacco თამბაქოს მსოფლიო ბაზარზე სიდიდით მეორე კომპანიაა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ ათეულობით ქვეყანამ რუსეთს მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუწესა.

საერთაშორისოდ ცნობილი კომპანიები ყოველდღიურად ტოვებენ რუსეთისა და რიგ შემთხვევებში ბელარუსის ტერიტორიას, წყვეტენ პროდუქციის მიწოდებას ან შეზღუდვებს უწესებენ რუს მომხმარებლებს. 


close დახურვა