logo
ENG



თამთა თოდაძე: იმედგაცრუებული ვარ, პროკურატურა ჯიშკარიანის ინტერესებს იცავს

11 ოქტ 201917:19
3 წუთის საკითხავი
 
f6uj5i8chj7nhbn.jpg

ილია ჯიშკარიანისთვის 10 000 ლარიანი გირაოს თამთა თოდაძე აფასებს - მისი გაანცხადებით ასეთი გადაწყვეტილება პროკურატურამ იმიტომ მიიღო, რომ ის „ქართული ოცნების“ დეპუტატია.

„იმის მაგივრად, რომ პროკურატურა იცავდეს ჩემს უფლებებს, ისევ იცავს ილია ჯიშკარიანის ინტერესებს, ამას მე ისევ მის გავლენას ვუკავშირებ. იმედგაცრუებული ვარ თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ბრძოლას ვწყვეტ, პირიქით, უფრო მოტივირებული ვარ, რომ მეტი სიმართლე გამოვიტანო სააშკარაოზე.

ექიმები მიდასტურებენ, რომ მე ვიყავი სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში. ოფისი დაალაგეს, ტელეფონი ვერ იპოვეს, მიუხედავად იმისა რომ პოლიციიელებს მე თვითონ ვთხოვდი დანაშაულის ადგილზე სწრაფად მისვლას,“ - განაცხადა თამთა თოდაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გაიმართა. ამ ფაქტს ჯიშკარიანის ადვოკატი, დეპუტატის ემოციურ მდგომარეობას უკავშირებს.


close დახურვა