logo
ENG



თანაგუნდელზე თავდასხმის ბრალდებით პსჟ-ს ფეხბურთელი დააკავეს

10 ნოე 202120:07
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/10/vb0pma6lnmtajv8.jpg

საფრანგეთის პოლიციამ „პარი სან-ჟერმანის“ ქალთა გუნდის მოთამაშე, ამინატა დიალო თანაგუნდელზე ორგანიზებული თავდასხმის ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას „ნიუ-იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

 გამოძიების მიხედვით, გასულ ხუთშაბათს, პსჟ-ს ქალთა გუნდის ფეხბურთელს, კეიღა ჰამრაუის ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ, მანქანიდან გამდმოიყვანეს და ფეხებში ხელკეტები ურტყეს.

თავდასხმის სავრაუდო მოტივი გუნდში არსებული კონკურენციაა - დიალო და ჰამრაუი ერთ პოზიციაზე თამაშობენ.

კეიღა ჰამრაუი, ხელებზე და ფეხებზე მიყენებული დაზიანებების გამო, დაახლოებით, 3-4 კვირას გამოტოვებს.

კეიღა ჰამრაუი „პარი სენ-ჟერმენში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით წელს „ბარსელონადან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში 31 წლის ფეხბირთელს თავი არ გამოუჩენია. 

 

 


close დახურვა