logo
ENG



თანასოფლელის ცემისთვის დაკავებული სპეცრაზმელის საქმე

02 აგვ 202420:19
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ ატენში სასტიკად ნაცემ რამაზ მიხანაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა - პატიმარი ამ ეტაპზე კვლავ უგონოდაა. არ არის გამორიცხული დამნაშავეთა წრე უფრო ფართო იყო. ახლა დაკავებულია ერთი პირი, მეორე კი მიიმალა. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელს. ეს ის დეპარტამენტია, რომელსაც სისასტიკით ცნობილი ხარება, ზვიად ხარაზიშვილი ხელმძღვანელობს. ბოლო პერიოდში სპეცრაზმელების ჩადენილი მრავალი უკანონობაა გამოვლენილი, რომელზეც პასუხი არ უგიათ, რადგან ხელისუფლება მფარველობს. ატენში მომხდარი ფაქტი ამ მხრივ განსხვავებულია. დაზარალებულ რამაზ მიხანაშვილის ძმა ინტერპოლში მუშაობს და მომხდარის გამო საქართველოში ჩამოვიდა. ზვიად მიხანაშვილი ქართული ოცნების ხელისუფლებაშიც იკავებდა მაღალ თანამდებობას. სოფელ ატენში ჰყვებიან, რას მოჰყვა კაცის სასტიკი ცემა.


close დახურვა