logo
ENG



თარგამაძე: პარლამენტი ფიქციად იქცა და დეპუტატები შავი ხვრელებით აღწევენ შიგნით

26 ნოე 201912:28
3 წუთის საკითხავი
 
sfgo8fghdxqoahf.jpg

"ევროპული საქართველოს" წევრი გივი თარგამაძე აქციის მსველობას დადებით აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ პოლიციის მიერ მოქალაქეების დარბევა ხელისუფლებას უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის. თარგამაძე აცხადებს, რომ ახალ სამოქმედო გეგმაზე ოპოზიცია დღეს, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებს. 

"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ გუშინდელი დღე იყო საკმაოდ წარმატებული იმ მხრივ, რომ აშკარად გამოჩნდა ის რეალობა, რაც ქვეყანაშია. გამოჩნდა, ის რომ პარლამენტი ფიქციად არის ქცეული და მისი წევრები იძულებულები არიან შავი ხვრელებით შეაღწიონ შიგნით. ჩვენი ტაქტიკა ამართლებს. ძირითად სტრატეგიაზე და სიახლეებზე დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ. აქცია მშვიდობიან და კანონიერ ფარგლებში გაგრძელდება. ხელისუფლებისთვის გასაგები უნდა გახდეს, რომ ძალადობრივი აქტები შედეგის მომტანი არ იქნება“, - განაცხადა თარგამაძემ "ფორმულასთან" საუბარში. 

 

 


close დახურვა