თბილისმა კიდევ ერთი სატყეო ზონა დაკარგა. როგორც ფორმულამ ექსკლუზიურად გაარკვია, ლისის ფერდზე, 6000 კვადრატულ მეტრზე მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, მშენებლობა უკვე დასაშვებია. ეს ის ადგილია, სადაც მეწყერის გამო, გზის გახსნა ახლახანს კალაძემ კიდევ გადაავადა. მოძრაობა იზღუდება, მიწის ათვისება - არა. საეჭვოა ისიც, რომ ამავე ტერიტორიის მიმდებარედ, სამუშაოები უკვე დაიწყო ივანიშვილის ნდობით აღჭურვილმა ბაჩიაშვილმა.
თბილისელებისთვის წართმეული სატყეო ზონები - ვის ინტერესშია მიწა ლისზე
23 თებ 202220:35
3 წუთის საკითხავი