logo
ENG



თბილისი-ბათუმის მატარებლის ორი უცხოელი მგზავრი ინფექციურში გადაიყვანეს

24 თებ 202019:39
3 წუთის საკითხავი
 
vbvdlt1ibnj7kqf.jpg

თბილისი-ბათუმის მატარებლის ორი უცხოელი მგზავრი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს - როგორც დანარჩენი მგზავრები აცხადებდნენ, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდათ, ამიტომაც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

როგორც ცნობილი გახდა, უცხოელები ჩინეთის მოქალაქეები არიან. მათ ტემპერატურა აღენიშნებოდათ, რის გამოც სასწრაფო დახმარების მანქანებით ინფექციურში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსზე ეჭვის გამო თბილისი-ბათუმის მატარებლის რეისი დროებით გადაიდო.


close დახურვა