logo
ENG



თბილისი-რუსთავის გზაზე ავარიას 100-ზე მეტი ცხვარი ემსხვერპლა

05 დეკ 201920:55
3 წუთის საკითხავი
 
exbsq089tx3kys7.jpg

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავარიას 100-ზე მეტი ცხვარი ემსხვერპლა. ინფორმაციას „ინფო-რუსთავი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა, რომელსაც ცხვრები გადაჰყავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.

ავარიის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხაედს, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ 4 ნოემბერს ნორიოში ტრაილერმა ცხვრის ფარა გაიტანაპოლიციამ მწყემსი დააჯარიმა.


close დახურვა