logo
ENG



თბილისი ენერჯი: კომპანიამ გაზსადენი დააზიანა და 2 500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

27 ივლ 202016:40
3 წუთის საკითხავი
 
თბილისი ენერჯი: კომპანიამ გაზსადენი დააზიანა და 2 500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, კომპანია ინსეტმა სამშენებლო სამუშაოებისას მათი გაზსადენი დააზიანა, რის გამოც 2 500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა.

მათი ცნობით, გაზმომარაგება შეუწყდა - ჭოველიძე-ბელინსკის, ზუბალაშვილების, კაკაბაძეების, ბაქრაძის, ხოშტარიას, თორაძის, კოსტავას, ნიაღვრის ქ. 4, მთაწმინდის ქ. 12/14, ჭონქაძის ქ. 24, მაყაშვილის ქ. 34, 36, რუსთაველის გამზ. 52, დ. ყიფიანის ქ. 29, 35 (მთაწმინდის ქ. 27), ვუკოლ ბერიძის ქ. 6, ივანე კერესელიძის, ჩირგაძის, ზანდუკელის, გოგებაშვილის ქ. 29, 37, გოგებაშვილის III შეს. 3, გუნიას, ჭონქაძის II ჩიხი 3, ბარნოვის ქუჩის დასაწყისს, ჩიტაძის ქ. 10, 11, თარხნიშვილის ქ. 2, პავლე ინგოროყვას ქ. 19, 17/9 აპრილის ქ. 5-სა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას.

"ასევე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სამთავრობო დაცვის სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შპს ტანდემი, იტალიის საელჩო, ზუბალაშვილების ქუჩაზე – უზენაესი სასამართლო, მთაწმინდის რაიონის გამგეობა, შპს ვილაჯეო, შპს Aასტორია, შპს ბეტსი, ი/მ ბადრი შალიკიანი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, სს გუდვილი, შპს აჭარა გრუპი, შპს სითი ლოფტი, წმ. ნინოს სახ. ეკლესია, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი (კინოს სახლი), შპს გურმანი VI, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, # 47 და #49-ე საჯარო სკოლები, ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლა, გოეთეს ინსტიტუტი და სხვა", - აღნიშნავენ კომპანიაში.

მათი ცნობით, თბილისი ენერჯის სპეციალისტები მობილიზებულები არიან, გაზის მიწოდების დროულად აღსადგენად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და გაზმომარაგების აღდგენა 21:00 საათამდე დასრულდება.


close დახურვა