„თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც მათ ოქტომბრის თვეში თბილისში 7053 არასწორად დამონტაჟებული დანადგარი აღმოაჩინეს. კომპანიის განცხადებით, დარღვევის უმეტესობა სამგორისა და ისანი-ვაზისუბნის ტერიტორიაზე გამოავლინეს.
ასევე კომპანიის ცნობით, აბონენტების ნაწილი ხშირად არ ითვალისწინებს სპეციალისტების რჩევას ან ხელახლა თვითნებურად აერთებს ჩახსნილ დანადგარებს.
„თბილისი ენერჯი“ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ თვითნებურად დაერთებული ან ღია წვის კამერიანი დანადგარები სახიფათოა.