logo
ENG



თბილისი პრაიდი: სამწუხაროა რომ საქართველოს ხელისუფლება დღემდე არ აღიარებს ჰომოფობიას

29 იან 202007:59
3 წუთის საკითხავი
 

თბილისი პრაიდი საქართვეოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ორგანიზაციის განცხადების თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაციის წევრებმა თქვეს, რომ ქვეყანაში ლგბტ პირების უფლებები დაცულია. თუმცა, თბილისი პრაიდში აცხადებენ, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებდა თბილისში სიძულვილის ჯგუფების მიერ ღია მუქარებისა და ძალადობის აღსაკვეთად.

„სამწუხაროა რომ საქართველოს ხელისუფლება დღემდე არ აღიარებს ჰომოფობიას, როგორც სოციალურ პრობლემას და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ახდენს სიცრუის ტირაჟირებას. პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სხვა არაფერია, თუ არა პრობლემის უარყოფა და ისტორიის გაყალბება", - წერია განცხადებაში.   


close დახურვა