logo
ENG



თბილისი პრაიდის კვირეული 1-8 ივლისს გაიმართება

02 ივნ 202313:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/02/cdm8nnebi2lxg0a.jpg

თბილისი პრაიდის კვირეული წელს 1-8 ივლისს გაიმართება.

ორგანიზაციის განცხადებით, წელს თბილისი პრაიდის კვირეული მოიცავს პოლიტიკური, კულტურული და აკედემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქი კონფერენციასა და პრაიდის ფესტივალს.

"სიყვარულს ვერ დაამარცხებ! თბილისი პრაიდის ყოველწლიური კვირეული 1-8 ივლისს ბრუნდება! ტრადიციულად, ივლისის დასაწყისში ვუერთდებით ღირსებისა და სიამაყის თვეს, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება.

პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა. პრაიდის კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარ მოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას", - ამბობენ პრაიდში.


close დახურვა