logo
ENG



თბილისის აეროპორტში ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს

12 დეკ 202510:45
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/12/zc12bprc1cnnwcl.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე დააკავეს

"სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგებალინის“ შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ ს.ა. ბრალდებულის სახით დააკავა", - წერს შსს.

გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა